19 დეკემბერი 2024,   13:14
ვრცლად
1.5 ტონა კოკაინი ჩაძირულ ნავში - კოლუმბიელმა სამართალდამცველებმა ნავის ჩაძირვის დროს გადარჩენილი ორი მამაკაცი ნარკოტიკების გამო დააკავეს

კოლუმბიელმა სამართალდამცველებმა ჩაძირული ნავიდან 1.5 ტონა კოკაინი ამოიღეს.

კოლუმბიის არმიის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, ნავი ცენტრალური ამერიკისკენ მიემართებოდა. სანაპირო დაცვის მეთაურის თქმით, გადაარჩინეს 3 მამაკაცი, რომელიც მოგვიანებით დააკავეს.

არმიის მიერ გავრცელებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ჩამორთმეული კოკაინის სავარაუდო ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე 50 მილიონ დოლარს აღემატება.

დღის ამბები