19 დეკემბერი 2024,   15:55
ვრცლად
"დავასრულეთ მუშაობა ერთობლივ წერილზე, რომელიც ეუთო/ოდირს გაეგზავნება" - 4 ოპოზიციური პარტია ეუთო/ოდირს საერთო განცხადებას უგზავნის

4 ოპოზიციური პარტია ეუთო-ოდირს საერთო განცხადებას უგზავნის. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ითხოვენ საქართველოში სპეციალური მისიის გამოგზავნას. მათივე თქმით, მისიის წევრებმა დეტალურად უნდა შეისწავლონ კანონდარღვევები და არჩევნების საკითხი. განცხადება ბარიერგადალახულმა პოლიტიკურმა ძალებმა ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთეს.

"ჩვენ ერთობლივ წერილზე მუშაობა დავასრულეთ, რომელიც ეუთო/ოდირს გაეგზავნება, სადაც ვითხოვთ, რომ ამუშავდეს "მოსკოვის მექანიზმი", რომელიც პირველად გამოყენებული იყო 1991 წელს, რაც გულისხმობს, რომ ეუთო/ოდირმა საქართველოში სპეციალური მისია უნდა გამოაგზავნოს, რომელიც დეტალურად შეისწავლის ყველა კანონდარღვევებსა და მიტაცებულ არჩევნებს, რომ ჩვენ სამომავლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას მოგვცემს. ასევე, უნდა შეისწავლოს ის ძალადობრივი ფაქტები, რომელსაც რუსული რეჟიმი საკუთარი მოსახლეობის წინაშე ახორციელებს", - აცხადებს გიორგი ბუტიკაშვილი, რომელიც წარმოადგენს "კოალიციას ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა".

დღის ამბები