19 დეკემბერი 2024,   15:00
ვრცლად
გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ზვავდამცავი გვირაბების გავლით, ხოლო აღნიშნული გვირაბების შემოვლით გზებზე მოძრაობა აკრძალულია. პირველი გვირაბის შემოვლით გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დღის ამბები