19 დეკემბერი 2024,   15:51
ვრცლად
"ოპოზიციის გადასაწყვეტია, მიმართოს ვისაც უნდა - როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ ცდილობენ, შექმნილი სიტუაციიდან რაღაც ფორმით გამოსავალი ნახონ" - ლევან მახაშვილი

4 ოპოზიციური პარტია ეუთო-ოდირს საერთო განცხადებას უგზავნის. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ითხოვენ საქართველოში სპეციალური მისიის გამოგზავნას. მათივე თქმით, მისიის წევრებმა დეტალურად უნდა შეისწავლონ კანონდარღვევები და არჩევნების საკითხი. განცხადება ბარიერ გადალახულმა პოლიტიკურმა ძალებმა ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთეს.

მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის გადასაწყვეტია, ვის მიმართავენ და ვის - არა.

"ოპოზიციის გადასაწყვეტია, მიმართონ ვისაც უნდათ, როგორც ჩანს კიდევ ერთხელ ისინი ცდილობენ ამ შექმნილი სიტუაციიდან რაღაცა ფორმით გამოსავალი ნახონ. მათი გადასაწყვეტია.

რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, ჩვენ გვექნება ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნა, სადაც ასევე საუბარი იქნება შესაძლო რეკომენდაციებზე შესაძლო საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. მე ვისურვებდი, რომ დაველოდოთ ეუთოს დასკვნას ვნახოთ კონკრეტულად რას დაწერენ, რა მიმართულებებს მიიჩნევენ მნიშვნელოვნად საარჩევნო რეფორმისთვის და შემდეგ ვისაუბროთ აღნიშნულ საკითხზე“, - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.

დღის ამბები