15 აგვისტო 2026,   18:53
ვრცლად
სოფელ აფენში მრავალფუნქციური სპორტული დარბაზი შენდება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში მრავალფუნქციური სპორტული დარბაზი შენდება. 150 ადამიანზე გათვლილ დარბაზში დამონტაჟდება, ლითონის კონსტრუქციის ტრიბუნები, მოეწყობა საშხაპეები, სველი წერტილები, განთავსდება ადმინისტრაციის სამუშაო ოთახები.

შენობა აღიჭურვება გათბობა-გაგრილების სისტემით და ადაპტირებული იქნება შშმ პირებისათვის.

პროექტის ბიუჯეტი მილიონ 816 000 ლარია.

 

დღის ამბები