ტრაგიკომედია და პოლიტიკური ფარსი - ასე აფასებენ უმრავლესობაში სალომე ზურაბიშვილის მიერ მოლაპარაკეების შეთავაზებას. მოქმედ პრეზიდენტსა და ოპოზიციას გარედან შემოსული დაკვეთების შესრულებაში ადანაშაულებენ, რომლის მთავარი მიზანიც მმართველი გუნდის განმარტებით ქვეყნაში დესტრუქციული ქმედებებია.
"ჯერ კიდევ პრეზიდენტი ერთპარასკევ დარჩენილი სალომე ზურაბიშვილი ძალიან წვალობს, რომ თავისი პატრონის დავალება შეასრულოს, რომელიც გულისხმობს არჩევნების ჩატარებას საქართველოში. არჩევნები უკვე ჩატარდა და მას უნდა, რომ ახლა "ფანჩატური 3" ჩამოაყალიბოს და ამ "ფანჩატურ 3-ში" როგორმე მონაწილეობა მიაღებინოს "ქართული ოცნების" გუნდის წარმომადგენლებსაც და იქამდეც კი გაკადნიერდა, რომ ჩვენს საპატიო თავმჯდომარესაც კი მოუწოდებს, რომ ამ ფარსში მონაწილეობა მიიღოს და ამ ფარსში მონაწილეობას "ქართული ოცნების" გუნდის არც ერთი წარმომადგენელი არ ვაპირებთ იმიტომ, რომ ეს ფარსი მხოლოდ და მხოლოდ მიმართულია ჩვენს ქვეყანაში დესტრუქციის შემოტანისთვის", - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.