03 იანვარი 2025,   07:32
ვრცლად
"უკრაინას საკუთარი ტერიტორიების ნაწილზე უარის თქმა მოუწევს" - სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი

"უკრაინას საკუთარი ტერიტორიების ნაწილზე უარის თქმა მოუწევს," - ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ კალინიაკმა განაცხადა.

მისი შეფასებით, სლოვაკეთის ინტერესებშია, ომი დაუყოვნებლივ დასრულდეს და ორ მხარეს შორის დამყარდეს შეთანხმება, რასაც სამშვიდობო მოლაპარაკებები მოჰყვება.

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის აზრით, მომავალ საზღვრებზე უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რა ფორმას მიიღებს ომის შემდგომი უკრაინა.

"სავარაუდოდ, უკრაინა ვერ აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ ის ვერასდროს განთავსდება გერმანიასა და შვეიცარიას შორის, მაგრამ ყოველთვის გაიყოფს თავის უდიდეს საზღვარს რუსეთის ფედერაციასთან.

არ შეიძლება იმაზე დავა, ვინ არის აქ აგრესორი, რადგან რუსეთმა გადაკვეთა ყველა საზღვარი და დაარღვია საერთაშორისო სამართალი, მაგრამ აუცილებელია იმავე ყურადღების მიქცევა იმაზეც, რაც მსოფლიოს სხვა ნაწილებში ხდება და იმავე სტანდარტების გამოყენება ყველა სხვა დავისთვის," - განაცხადა კალინიაკმა.

დღის ამბები