03 იანვარი 2025,   07:07
ვრცლად
"სააკაშვილის პოზიცია ვერ და არ გავიზიარებთ, ყოველთვის დარჩება მავნებლად, რომელიც ხშირ შემთხვევაში "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ინტერესებზე წყალს" - ბექა ლილუაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ოპოზიციაში ეხმაურებიან. "ძლიერი საქართველოს" წევრი, ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ მათთვის სააკაშვილის განცხადებები ნაკლებად საინტერესოა. 

"მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე კომენტარები აკეთოს "ქართულმა ოცნებამ." არ გვაინტერესებს მიხეილ სააკაშვილზე განცხადებები," - აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.

ამასთან, სააკაშვილის განცხადებებს არ იზიარებენ "გახარია საქართველოსთვის" წევრები.

"მიხეილ სააკაშვილის პოზიციას ჩვენ ვერ და არ გავიზიარებთ, იმიტომ, რომ ის ყოველთვის დარჩება მავნებლად, რომელიც ხშირ შემთხვევაში "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ინტერესებზე წყალს," - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა: "ვიდრე ხალხი სელფს არ გადაიღებს ივანიშვილის ზვიგენის აკვარიუმის ფონზე და არ დაათვალიერებს ისე, როგორც სირიელმა ხალხმა დაათვალიერა ასადის სასახლე, თავისუფალი არჩევნები არ იქნება".

 
 
დღის ამბები