ის, ვინც სააკაშვილის მფარველი და მეგობარია - ის აპრიორი, დეფინიციითვე ვერ იქნება საქართველოს მეგობარი - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
“ეს მეტყველებს იმაზე, რომ ის ევროპელები, რომლებიც მას მფარველობენ და მის ციხიდან დახსნას ცდილობენ, ისინი არიან ზუსტად ამ მორალის და მენტალიტეტის მატარებლები. პოლონეთის ხელისუფლებისგან, ევროკავშირის წარმომადგენლისგან ბევრი თხოვნის შემდეგ დაუშვა ექიმები მიხეილ სააკაშვილთან და გახსოვთ თქვენ, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან არსებული სპეციალური ექიმების ჯგუფი ჩამოვიდა, რომელიც აღმოჩნდა მათ შორის რაღაც სპეცდანიშნულების მისიის მქონე ექიმთან ჯგუფი, რომლებსაც ფარულად გაჰქონდათ მასალები თუ ანალიზები მისი საკნიდან, რაც იყო გაუგონარი რამ.
ჩანდა კიდევაც, რომ იყო მცდელობა, რომ საქართველოსთვის მოეწყოთ მაშინ გარკვეული ინციდენტი და რაღაც დაედგათ, ყოველ შემთხვევაში ჩანს, რომ ამას კეთილსინდისიერი მიზნებით არავინ აკეთებდა.
ის, ვინც სააკაშვილის მფარველი და მეგობარია - ის აპრიორი, დეფინიციითვე ვერ იქნება საქართველოს მეგობარი, ამიტომ ჩამოწერეთ სია, ვინც ამბობდა “Free Misha”, საუბრობდა მის მოწამვლაზე თუ ა.შ. შეგახსენებთ, მოლდოვის პრეზიდენტმა როგორ დაგვაბრალა, რომ ვტანჯავდით სააკაშვილს და პირდაპირ ტყუილს ავრცელებდა და ამ ტყუილში მოლდოვის პრეზიდენტი ამხილა ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ. შგახსენებთ, რომ ბატონი ზელენსკი როგორ ავრცელებდა ტყუილს სააკაშვილის წამებასთან დაკავშირებით და ბატონი ზელენსკი თავად სტრასბურგმა ამხილა ტყუილში ამასთან დაკავშირებით.
ამიტომ, ეს უნდა გვესმოდეს, რომ არიან ადამიანები, პოლიტიკოსები, ლიდერები, რომლებისთვისაც ქართველი ხალხი არაფერს არ ნიშნავს. ჩვენ ვართ ნული ასეთი ლიდერებისთვის, მათთვის მთავარი არის მიხეილ სააკაშვილის მფარველობა იმიტომ, რომ თავის დროზე ალბათ ისეთი საქმეები აკეთებინეს, რომლის გამოც ვალში არიან მასთან და საკუთარი აგენტის დახსნა უნდათ ციხიდან“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა: "ვიდრე ხალხი სელფს არ გადაიღებს ივანიშვილის ზვიგენის აკვარიუმის ფონზე და არ დაათვალიერებს ისე, როგორც სირიელმა ხალხმა დაათვალიერა ასადის სასახლე, თავისუფალი არჩევნები არ იქნება".