03 იანვარი 2025,   07:43
ვრცლად
"ლეგიტიმაციის საკითხი არ არის რომელიმე შენობასთან დაკავშირებული, აზრთა სხვადასხვაობაც ბუნებრივია, მაგრამ ვერ დააზიანებს იმ პროცესს, რომელიც რუსთაველის გამზირზე უკვე 30 დღეზე მეტია მიმდინარეობს" - ლევან სანიკიძე

სალომე ზურაბიშვილის "ორბელიანების" სასახლიდან გამოსვლას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა ოპოზიციაში. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ რეზიდენციის დატოვება მის ლეგიტიმაციას არ ცვლის და ამბობენ, რომ ის კვლავ რჩება ქვეყნის ინტერესების დამცველად.

"ეს იყო პირადად ქალბატონი ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, მის მიერ მისაღები და პატივი უნდა ვცეთ იმ გადაწყვეტილებას, რაც მიიღო. მე მგონია, რომ ზოგადად არც ლეგიტიმაციის საკითხი არ არის რომელიმე შენობასთან დაკავშირებული. აზრთა სხვადასხვაობაც ბუნებრივია, მაგრამ ჩემთვის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვერ დააზიანებს იმ პროცესს, რომელიც რუსთაველის გამზირზე უკვე 30 დღეზე მეტია მიმდინარეობს და დანარჩენი მხოლოდ და მხოლოდ ტაქტიკის საკითხია", - აცხადებს პლატფორმა ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” წევრი ლევან სანიკიძე.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენცია 29 დეკემბერს, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის პარალელურად დატოვა.

დღის ამბები