საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ. ამის შესახებ ეუთო-ს ე.წ. სამეულის - მალტის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ფინეთის, წლის შემაჯამებელ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში ხაზგასმულია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობაც.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის საქართველო კვლავ რჩება მნიშვნელოვან პარტნიორად.
"სამეულის ასეთი განცხადება წლის ბოლოს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეუთოსთვის და ზოგადად საერთაშორისო საზოგადოებისთვის საქართველო კვლავაც რჩება ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად და წევრ ქვეყნად და მათი მხრიდან გამოხატული ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საგარეო პოლიტიკის და ჩვენი დიპლომატიის წარმატებას, რომელიც ძალიან ღირსეულად უძღვება საერთაშორისო არენაზე არაღიარების პოლიტიკის კონტექსტში წარმოებულ საქმიანობას", - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.