03 იანვარი 2025,   12:10
ვრცლად
აშშ-ის აეროპორტში მომხდარი თავდასხმის გამო, კანადის მოქალაქე დააკავეს

აშშ-ში, მაიამის საერთაშორისო აეროპორტი, კანადის მოქალაქე დააკავეს, რომელიც სატრანსპორტო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს თავს დაესხა. ინფორმაციას Abcnews-ი ავრცელებს.

28 წლის კანადელს რამდენიმე ბრალდება აქვს წაყენებული, მათ შორისაა, პოლიციელზე თავდასხმა, 65 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანზე თავდასხმა და დაუმორჩილებლობა.

სატრანსპორტო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება, წინა დღეს, ფრენის დროს არეულობაში მონაწილეობდა, რის გამოც თვითმფრინავის ეკიპაჟი იძულებული გახდა, მაიამის აეროპორტში დაბრუნებულიყო.

დღის ამბები