06 იანვარი 2025,   14:11
ვრცლად
გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სირიაში ჩავიდნენ, სადაც ქვეყნის ახალ ლიდერს შეხვდნენ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი სირიაში, ფრანგ კოლეგასთან, ჟან ნოელ ბაროტთან ერთად იმყოფება. ევროპელი დიპლომატები ქვეყნის ახალ ლიდერს, აჰმედ ალ შარას შეხვდნენ. ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.

გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები პირველი დასავლელი დიპლომატები არიან, რომლებიც სირიის ახალმა ხელმძღვანელობამ დამასკოში მიიღო.

როგორც ბერბოკმა აღნიშნა, გერმანია აპირებს დაეხმაროს სირიის ხელისუფლებას ინკლუზიური, მშვიდობიანი გადაცემის განხორციელებაში, სოციალური შერიგების მიღწევასა და ქვეყნის აღდგენაში.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოინახულა ციხე და გამოვიდა მოწოდებით, რომ საერთაშორისო ძალისხმევა მიმართონ სედნაიას ციხის წამებაში მონაწილეთა სათანადოდ დასასჯელად.

დღის ამბები