15 აგვისტო 2026,   16:50
ვრცლად
ბულგარეთში, ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის მსოფლიო თასისთვის ბრძოლა გუნდური შეჯიბრით გრძელდება - საქართველოს გუნდმა პირველი შეხვედრა 45:38 მოიგო

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში, ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის მსოფლიო თასისთვის ბრძოლა გუნდური შეჯიბრით გრძელდება. საქართველოს გუნდმა პირველი გუნდური შეხვედრა 45:38 მოიგო და 16 გუნდს შორის არის.

25 დეკემბერს გამართულ შეჯიბრში კი, შეგახსენებთ, ქართველმა მოფარიკავემ სადრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

კიდევ ერთმა ქართველმა ბექა ბაზაძემ, დაძაბული ბრძოლების ფონზე T64-ში შესვლა მოახერხა. 

ტურნირში ასევე იასპარეზეს: ვახტანგ არჩვაძემ, ალექსანდრე თავართქილაძემ, დავით თავართქილაძემ და ალექსანდრა კუვაევამ.

ტურნირში 253 მოფარიკავე ასპარეზობდა.

დღის ამბები