პლოვდივში ხმლით მოფარიკავეთა შორის მიმდინარე მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები პლანეტის საუკეთესო 8 გუნდში მოხვდა.
ქართველმა მოფარიკავეებმა ჯერ საუდის არაბეთი დაამარცხეს 45:38. მერვედფინალში 45-38 მოუგეს ირანის გუნდს.
ნახევარფინალში შესასვლელი დაპირისპირება კი საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთთან დათმო.
ტურნირის პირველ დღეს ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის, სანდრო ბაზაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.