08 ოქტომბერი 2024,   18:45
ვრცლად
ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთების გაშიფვრა დაიწყო

რუსი, ეგვიპტელი და ფრანგი სპეციალისტები ეგვიპტეში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთების გაშიფვრას შეუდგნენ. როგორც ირკვევა შავი ყუთები უმნიშვნელოდაა დაზიანებული, რაც ექსპერტებს სრულფასოვანი მონაცემების მიღების საშუალებას მისცემს.

გამოძიება ამ ეტაპზე ტექნიკური გაუმართაობის ვერსიაზე მუშაობს. მედიაში გავრცელდა პილოტის მეუღლის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ რეისამდე ცოტა ხნით ადრე მფრინავი ლაინერის ტექნიკური მდგომარეობაზე უკმაყოფილებას გამოთქვამდა. რუსული კომპანიის კუთვნილი ეარბასი, რომელიც რეისს შარმ–ალ–შეიხიდან პეტერბურგში ასრულებდა, აფრენიდან 23 წუთში სინას ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. ბორტზე 224 ადამიანი იმყოფებოდა. უკვე ნაპოვნია 175 ცხედარი.

დღის ამბები