21 დეკემბერი 2024,   16:23
ვრცლად
"6 ათასი ოჯახი მიიღებს უახლოესი წლების განმავლობაში, მშენებლობის კვალდაკვალ, ბინებს და დაკმაყოფილდება" - მიხეილ სარჯველაძე დევნილებზე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფს საკითხზე საუბრისას ამბობს, რომ ამ დროისთვის, 35 ათასს გასცდა დაკმაყოფილებულთა რიცხვი. მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ვალდებულება ბოლომდე შეასრულოს.

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ 35 ათასს გასცდა დაკმაყოფილებულთა რიცხვი. მიმდინარე პროექტებია, არანორმალური ტემპი აქვს აღებული ამ უზრუნველყოფის პროცესს. 6 ათას ბინაზეა საუბარი, რაც მიმდინარე მშენებლობებს წარმოადგენს. ყველაზე მასშტაბური არის თბილისი, არის ქუთაისი, სადაც ფინალურ ეტაპზე ვართ და ძალიან ახლო მომავალში უკვე განაწილდება კონკრეტული ბინები კონკრეტულ პირებზე. ეს არის ბორჯომი, რუსთავი, სულ მალე დაიწყება მშენებლობა ზუგდიდში. ყველგან, სადაც სიმრავლეა დევნილების, რომელთა მიმართებაშიც სახელმწიფოს აქვს ვალდებულებები, ყველგან ძალიან აქტიურ ფაზაშია ეს სამშენებლო პროცესი და რეალურად, ეს გეგმარება მიმდინარეობს. 6 ათასი ოჯახი მიიღებს უახლოესი წლების განმავლობაში, მშენებლობის კვალდაკვალ, ბინებს და დაკმაყოფილდება. თუმცა ეს ვალდებულებები რჩება და შესაბამისად, ვიდრე ბოლომდე არ დაკმაყოფილდება სრულად ვალდებულება, თუ ამასობაში არ მოუსწრო იმ დრომ, როდესაც ყველა დევნილს საკუთარ სახლში დაბრუნების შესაძლებლობა ექნება. მანამდე, ბუნებრივია, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ვალდებულება ბოლომდე შეასრულოს," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

კითხვაზე, როგორ ხდება პრიორიტეტების განსაზღვრა, მაშინ როდესაც საქმე განსახლებაზე მიდგება, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ამას მკაფიო რეგლამენტაცია აქვს.

"ცხადი რეგლამენტი აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შეფასდეს ინდივიდუალური ოჯახის მდგომარეობა და ამის მიხედვით განისაზღვრება პრიორიტეტი. ამ შემთხვევაში, მთავარი განმსაზღვრელი არის საჭიროება, რომელიც შეიძლება ოჯახის წინაშე იდგეს და აქედან გამომდინარე მიიღება გადაწყვეტილება. თუმცა, ამას წინ უძღვის შეფასების საკმაოდ შრომატევადი პროცესი.

ახლაც, ქუთაისში მიმდინარეა ასეთი პროცესი, სადაც ვახორციელებთ შეფასებას სააკენტო მონაცემების და ვიზიტებიც ხორციელდება ოჯახებთან, რათა გაირკვეს მათი სოციალური მდგომარეობა და ამის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება. მხოლოდ სოციალური საჭიროება არ განაპირობებს, ქულების მიხედვით სარეიტინგო სისტემაა, იქ არის სხვადასხვა კრიტერიუმის ერთობლიობა და ამის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილებები,“ - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

 

დღის ამბები