08 ოქტომბერი 2024,   18:48
ვრცლად
თურქეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა

თურქეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მმართველმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ მოიპოვა. მან თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტია, თითქმის, 50%-ით დაამარცხა, რომელიც ქურთების მხარდამჭერ ძალად ითვლება.

მხარდამჭერებთან ერთად გამარჯვება პრემიერმა აჰმეტ დავითოღლუმ უკვე იზეიმა, ხოლო ახალ საკანონმდებლო ორგანოს კონსტიტუციის რეფორმისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც, მისი თქმით, პოლიტიკა უნდა იყოს ბიუროკრატიის გარეშე და უფრო გამჭვირვალე გახდეს პროცესები.

ხმის დათვლის პროცესმა კი ქვეყანაში შეტაკებების ფონზე ჩაიარა. ქურთებით დასახლებულ ქალაქ დიარბაქირში შეკრებილ მომიტინგეებს პოლიციამ წყლის ჭავლი დაუპირისპირა.

დღის ამბები