
ევროპის ზამთრის მე-17, ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი უმასპინძლებს. ფესტივალის გახსნის ცერემონიის რეჟისორი და დამდგმელი, ბაკურ ბაკურაძე აცხადებს, რომ ცერემონია დატვირთული იქნება ქართული ტრადიციული ელემენტებით, ხოლო სპორტსმენების აღლუმი ხორუმის თანხლებით გაიმართება.
"ვეცდებით, რომ საქართველო წარმოვაჩინოთ თავისი საუკეთესო ტრადიციებით და გაჟღერდება როგორც ქართული ტრადიციული სიმღერა, ასევე იქნება ქართული ტრადიციული ცეკვა. ერთ-ერთი სიურპრიზი იქნება ის, რომ მთელი მსოფლიო შემოვა ხორუმზე - სპეციალურად ხვალინდელი დღისთვის, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილმა ჩვენს ორკესტრთან და ეთნო მუსიკოსებთან ერთად, გააკეთა ნახევარ საათიანი ხორუმი, რომელიც ფონად გაჰყვება სპორტსმენების აღლუმს, როცა ქვეყნები შემოდიან და იწყებენ მონაწილეობას ოლიმპიადაში, ემზადებიან ფიცის დადებისთვის," - აცხადებს ბაკურ ბაკურაძე.
ავტორი: ლაშა დვალიშვილი