08 ოქტომბერი 2024,   18:45
ვრცლად
თანამგზავრიდან გადაღებული პირველი კადრები რუსული თვითმფრინავის კატასტროფის ადგილიდან

ვრცელდება თანამგზავრიდან გადაღებული პირველი კადრები, რომელიც ეგვიპტეში, სინაის უდაბნოს შუაგულში რუსული თვითმფრინავის კატასტროფის ადგილს ასახავს.

შარმ ელ შეიხი-პეტერბურგის ავიარეისის კატასტროფის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მას 224 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ეარბას 321-ის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ცხედრები პეტერბურგში უკვე ჩაიტანეს. ცხედრების ამოცნობის პროცესი რამდენიმე საათში უნდა დაიწყოს.

რუსეთის ავიაციის სააგენტოს უფროსის ინფორმაციით, თვითმფრინავმა კატასტროფა სავარაუდოდ ჰაერში, დიდ სიმაღლეზე განიცადა. რუსეთში გლოვის დღეა გამოცხადებული. პეტერბურგის ცენტრში მოსახლეობამ ყვავილები და სანთლები მიიტანა.

 

დღის ამბები