15 აგვისტო 2026,   16:27
ვრცლად
ბაკურიანში 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი იმყოფება - ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში შეჯიბრებები დღეიდან დაიწყება

ბაკურიანში 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი იმყოფება. საქართველო, პირველად, ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობს. ის ევროპაში მერვე სახელმწიფოა, რომელსაც ჩატარებული აქვს, როგორც ზაფხულის, ისე, ზამთრის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. ოლიმპიადაზე წარმოდგენილია სპორტის 8 სახეობა.

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში შეჯიბრებები დღეიდან იწყება. ფესტივალის საზეიმოდ გახსნისას შედგა სპორტსმენების ტრადიციული აღლუმი. მონაწილეებმა ოლიმპიური ფიცი დადეს, ღონისძიების ბოლოს კი ბაკურიანის ცენტრალურ პარკში ოლიმპიური ცეცხლი ქართველმა სამთო-მოთხილამურემ, ანასტასია მირიანაშვილმა აანთო.

ფესტივალი ერთი კვირა გაგრძელდება და მას ბაკურიანთან ერთად თბილისსა და ბათუმში მოწყობილი თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა უმასპინძლებს.

 

დღის ამბები