08 ოქტომბერი 2024,   18:47
ვრცლად
"ისლამურმა სახელმწიფომ" სირიაში ქრისტიანებით დასახლებული ქალაქი დაიკავა

"ისლამურმა სახელმწიფომ" სირიაში ქრისტიანებით დასახლებული ქალაქი მაჰინი დაიკავა. ქალაქი ჰომსის პროვინციაში მდებარეობს.

მაჰინში ინტენსიური შეტაკებები ბოლო 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შედეგადაც სირიის სამთავრობო ძალების 50–მდე ჯარისკაცი დაიღუპა.

რადიკალმა ისლამისტებმა ქალაქზე შეტევა აფეთქებების სერიის მოწყობით დაიწყეს. ორ დანაღმულ მანქანას თვითმკვლელი მებრძოლები მართავდნენ.

გავრცელებული ცნობით, მაჰინის აღების შემდეგ ისლამისტები კიდევ ერთ ქრისტიანულ ქალაქს, სადადს, უტევენ. 

დღის ამბები