"მამუკა ხაზარაძის პოზიციები ყოველთვის არის თანმიმდევრული", - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, ლანა გალდავამ მამუკა ხაზარაძის მიერ მედიისთვის მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ხაზარაძე რუსეთთან მოლაპარაკებებზე საუბრობს.
გალდავას თქმით, არ შეიძლება, საქართველო რომელიმე ფორმატში რუსეთთან მარტო დარჩეს, ამიტომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას ძლიერი პარტნიორები ჰყავდეს.
"არ არის შეცვლილი რიტორიკა. მამუკა ხაზარაძის პოზიციები ყოველთვის არის თანმიმდევრული. ის ყოველთვის არის ერთ პოზიციაზე. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ არ შეიძლება საქართველო რომელიმე ფორმატში დაჯდეს მარტო რუსეთთან და ამისთვის საჭიროა, გვერდით გყავდეს ძლიერი პარტნიორები", - განაცხადა ლანა გალდავამ.