08 ოქტომბერი 2024,   18:46
ვრცლად
თურქეთში ოპოზიციური გამოცემის რედაქტორები დააპატიმრეს

თურქეთში გავლენიანი ოპოზიციური გამოცემის რედაქტორები დააპატიმრეს. ცევხერ გუვენს და მურატ კაპანს პროკურატურამ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მიზნით შეთქმულების ბრალდება წაუყენა.

ბრალდების საფუძველი ჟურნალის ერთერთი ნომრის ყდა გახდა, სადაც აღნიშნულია რომ გასულ კვირას ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები თურქეთში სამოქალაქო ომის დაწყებას განსაზღვრავს. ამ პუბლიკაციის გამო რედაქტორები პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა, რის შემდეგაც მათი დაპატიმრების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.

რედაქტორების დაპატიმრების შემდეგ გამოძიებამ გამოცემის ვებგვერდიც დაბლოკა.

დღის ამბები