25 მარტი 2025,   08:09
ვრცლად
"ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკუთრების საკითხი პრეზიდენტს ტრამპთან არ განგვიხილავს" - ზელენსკი
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან საუბრისას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ამერიკისთვის გადაცემის საკითხი არ განუხილავს. საკითხზე ზელენსკიმ ნორვეგიაში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ყველა ატომური ელექტროსადგური არა კერძო, არამედ ხალხის საკუთრებაა. ზელენსკიმ აქცენტი გააკეთა ერ-რიადში ამერიკა-უკრაინის მომავალ შეხვედრაზე და ყირიმის საკითხზე.

      "ღმერთმა ქნას, გუნდებმა შეთანხმებას მიაღწიონ. მოლაპარაკებებზე ტექნიკური ჯგუფებიც იქნებიან წარმოდგენილნი. ჩემი აზრით, გეგმა ასეთია: თავდაპირველად, გაიმართება შეხვედრა უკრაინასა და ამერიკას შორის, შემდეგ კი, როგორც ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა აღნიშნეს, დაიწყება ე.წ. მფრინავი შატლის დიპლომატია ამერიკა-რუსეთთან. შესაძლოა, რამდენიმე შეხვედრა ერთდროულად გაიმართოს.

      პრეზიდენტმა ტრამპმა მკითხა ჩემი ხედვის შესახებ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. ვუპასუხე, რომ მისი მუშაობა შეუძლებელია, თუკი ის უკრაინის მმართველობის ქვეშ არ დაბრუნდება. ეს კანონსაწინააღმდეგოა, ის ასე ვერ იარსებებს. თუ ამერიკელები განიხილავენ ამ მდგომარეობიდან გამოსავალს, თუ სურთ, ეს ატომური ელექტროსადგური რუსების ხელიდან გამოიხსნან და მზად არიან, მის მოდერნიზაციაში თანხა ჩადონ, ეს სულ სხვა საკითხია, ეს განსახილველი თემაა. ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვიმსჯელოთ, თუმცა, საკუთრების საკითხი პრეზიდენტს ტრამპთან არ განგვიხილავს.

      ყირიმი უკრაინის ნახევარკუნძულია და ტრამპმა ეს საკითხი ჩემთან არ ახსენ. ოდესღაც, ნიუ-იორკში, სექტემბერში, ყირიმზე ვისაუბრეთ. მან მხოლოდ იკითხა - რატომაა უკრაინელებისთვის ყირიმი ასეთი ძვირფასი. მას გაგონილი ჰქონდა, რომ ჩვენთვის ყირიმი განსაკუთრებით საყვარელია," - აცხადებს ზელენსკი.

      დღის ამბები
      მეტი