27 მარტი 2025,   07:06
ვრცლად
4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციის რიგებში ახალი წყალგამყოფი აღმოჩნდა - რა იქნება ოპოზიციის საბოლოო გადაწყვეტილება
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      რაც უფრო ნაკლები დრო რჩება თვითმმართველობის არჩევნებამდე, მით უფრო მეტი უთანხმოებაა ოპოზიციაში. ამჯერად საკუთარი პოზიცია სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსით გამოხატა ზურა გირჩი ჯაფარიძემ. კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი კოლეგებს მიმართავს, გასცენ კონკრეტული პასუხი კითხვას - რას აპირებენ მუნიციპალურ არჩევნებში. ჯაფარიძის მსგავსად ფიქრობს მისი თანაგუნდელი ნიკა მელიაც.

      ერთ-ერთი პირველი, ვინც მკაფიო პოზიცია გამოხატა, პარლამენტს მიღმა დარჩენილი პარტია "გირჩია". მათ წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული აქვთ და სხვებს გადაწყვეტილების მიღებისა და პოზიციების ერთგულებისკენ მოუწოდებენ. თუმცა, აქვე იაგო ხვიჩია "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ უთანხმოებასა და ჩამოუყალიბებელ პოზიციებზე საუბრობს.

      უთანხმოებას არ აღიარებენ და ყოფილი თავმჯდომარის სიტყვებს პარტიულ დემოკრატიად აფასებენ "ნაციონალურ მოძრაობაში". თუმცა ფაქტია, ლევან ხაბეიშვილი რამდენიმე დღის წინ პარტიაში ჩამოუყალიბებელ პოზიციებზე საუბრობდა. დღეს კი, შეცვლილი რიტორიკით, ირაკლი ფავლენიშვილი სხვა პარტიებს მოუწოდებს საკუთარი გადაწყვეტილება საჯარო გახადონ.

      კოლეგების მოწოდებების მიუხედავად, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ გახარიას პარტიაში. როგორც თავად ამბობენ, საკუთარ დღისწესრიგს დამოუკიდებლად შეადგენენ.

      "ქართული ოცნებისთვის" ოპოზიცია ნებისმიერ შემთხვევაში უკვე დამარცხებულია. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ იმასაც, რომ მათი ოპონენტების გადაწყვეტილებები არა თბილისში - არამედ სხვა ქვეყნებში, გარე ძალების რჩევებით მიიღება.

      ჯერჯერობით ისევ უცნობია ვინ დახვდება ამომრჩეველს საარჩევნო ბიულეტენზე. თუმცა ცნობილია თარიღი, ამომრჩეველი 64 მუნიციპალიტეტში, 4 ოქტომბერს გააკეთებს საკუთარ არჩევანს.