27 მარტი 2025,   06:58
ვრცლად
"ორი ბინა გათამაშდება ერთ ფინალზე" - გიორგი ხაბურზანია მეგა შოუ "ნიჭიერის" მთავარ პრიზებზე საუბრობს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ყველაზე სახალხო მეგა შოუ "ნიჭიერი" ახალ ეტაპს იწყებს. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო, "ნიჭიერი" რამდენჯერმე შეწყდა, თუმცა, მაყურებელი 25 მარტს, "რუსთავის 2-ის" პირდაპირ ეთერში მეთერთმეტე სეზონის პირველ ნახევარფინალს იხილავს.

      "რუსთავი 2-ის" პროდაქშენის დეპარტამენტის მთავარი პროდიუსერის, გიორგი ხაბურზანიას თქმით, ყველაზე რეიტინგული სატელევიზიო შოუს პირველი ნახევარფინალი შთამბეჭდავი, ექსპრესიული და ემოციური ნომრებით იქნება გამორჩეული. ამასთან, შოუების ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტი მოხდება.

      "უპრეცედენტო რაღაც ხდება, რაც ტელე-ისტორიაში არ ყოფილა. [სპონსორებად] სამშენებლო კომპანიები ერთი არის ხოლმე, როგორც წესი, ჩვენს შემთხვევაში ორია.

      "ინნ დეველოპმენტია" ჩვენი მეგობარი კომპანია, რომელიც აწესებს პრიზს მოგებულისთვის და, ასევე, "ატლანტი," რომელიც დააწესებს პრიზს საკუთარი რჩეულისთვის. ანუ ორი ბინა გათამაშდება ერთ ფინალზე, რაც სიახლეა და ძალიან გვიხარია, რაც უფრო მეტი ადამიანი მოიგებს, მით უკეთესი.

      22 აპრილს არის ფინალი და ფინალში აბსოლუტურად ცალსახად მაყურებელი ირჩევს მოგებულს, ჟიური ვეღარაფერში ვერ ჩაერევა და შესაბამისად, მაყურებელზეა ეს მეგა-შოუ თავიდან ბოლომდე დამოკიდებული," - ამბობს გიორგი ხაბურზანია "რუსთავი 2-ის" ეთერში.