
19 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა. deilymail-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა სპორტსმენი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა.
ივან მარტინსი პორტუგალიის მეორე დივიზიონში მყოფ გუნდში, UD Oliveirense-ში თამაშობდა.
მედიის ინფორმაციით, მისი ავტომობილი პორტოში მდებარე კოველოს გვირაბში გავლისას ამოტრიალდა. ადგილზე დიდი რაოდენობით სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული, თუმცა ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.