27 მარტი 2025,   13:37
ვრცლად
AirFrance-ის თვითმფრინავი იძულებული გახდა აეროპორტში დაბრუნებულიყო, რადგან მგზავრმა ტელეფონი დაკარგა

AirFrance-ის თვითმფრინავი იძულებული გახდა 2 საათიანი ფრენის შემდეგ აეროპორტში დაბრუნებულიყო, რადგან მგზავრმა ბორტზე ტელეფონი დაკარგა. ინფორმაციას dailymai-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, თვითმფრინავი პარიზიდან პუანტ-ა-პიტრში, გვადელუპეში, კარიბის ზღვის აუზში მიფრინავდა. თვითმფრინავი უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესაბამისად პარიზის აეროპორტში დააბრუნეს.

FlightRadar24-ის მონაცემების მიხედვით, თვითმფრინავმა საფრანგეთის დასავლეთ სანაპიროს ერთხელ შემოუფრინა სანამ პარიზის, ორლის აეროპორტში დაეშვებოდა.

შემთხვევის დროს, თვითმფრინავში 375 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. ორლის აეროპორტში დაშვებიდან 20 წუთში თვითმფრინავი კვლავ აფრინდა და პუანტ-ა-პიტრშ ადგილობრივი დროით 19:20 საათზე ჩავიდა.

დღის ამბები
მეტი