25 მარტი 2025,   02:48
ვრცლად
"რა მეგობრულ აქტზეა საუბარი, ეს არის მტრული აქტი, სისულელეებით და აბსურდებით გაჟღენთილი" - ლევან მაჭავარიანი
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს მარშს გამართავენ. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, შეკრების მიზანი ამერიკის კონგრესში წარდგენილი "მეგობარი აქტის" მხარდაჭერაა. "ენჯეოების" მიერ დაორგანიზებულ აქციას ოპოზიციის ნაწილით უერთდება.

      მმართველი პარტიისთვის მორიგი შეკრება მესამე სექტორის მიზნების ლუსტრაციაა.

      "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები გარე ძალების მითითებებით მოქმედებენ.

      "მდიდარი "ენჯეოები" და რადიკალური ოპოზიციური პარტიები ფუთავდნენ ამ აქციებს, თითქოს ეს იყო თვითორგანიზებული. როგორ იყო ეს თვითორგანიზებული, როდესაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩხრეკები ჩატარდა მთელი პიროტექნიკა, მოლოტოვის კოქტეილები, აალებადი სითხეები და ა.შ. ყველაფერი ამოღებული იქნა რადიკალური ოპოზიციური პარტიების ოფისებიდან. ახლა პირდაპირ ლუსტრირებას ახდენენ, უკვე ვეღარც ფუთავენ ამას, როგორც თვითორგანიზებულს და პირდაპირ სათავეში უდგებიან, ვინაიდან ხედავენ, რომ ეს რაღაც შეფუთული თვითორგანიზება მილევად რეჟიმშია და დღეში მაქსიმუმ 400-500 კაცი თუ გამოდის. აქედან გამომდინარე კვლავ მოუწიათ ისევ თვითონ გამოჩნდნენ, იქნებ მეტი ადამიანი შეკრიბონ. რა მეგობრულ აქტზეა საუბარი, ეს არის მტრული აქტი, სისულელეებით და აბსურდებით გაჟღენთილი. ამას ჩვენ მიჩვეულები ვართ. კი ბატონო, გააგრძელონ ასეთ ფარსში და აბსურდში ცხოვრება. მათივე ამომრჩევლის ძალიან დიდი ნაწილი უკვე დაღლილია ამდენი ტყუილით და სისულელით,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

      დღის ამბები
      მეტი