25 მარტი 2025,   08:17
ვრცლად
"ხარძიანის ამბავმა შეძრა მთელი ქვეყანა, ეს ფაქტები ჩვენ ვიცოდით, მაგრამ ამ მასალის ხელახალი წამოწევა ცხადყოფს, თუ რა სისხლიან რეჟიმთან გვქონდა საქმე" - გიორგი სოსიაშვილი
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      "ეს ადამიანები იყვნენ პირდაპირ ტერორისტები, რომლებმაც ქართული ოჯახები გაამწარეს და ჩვენ ამისი მხილველები ვართ ახლა როგორ ხდება ამ ყველაფრის გამოაშკარავება," - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას, რომელმაც გუშინ ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის საქმე განიხილა.

      "ხარძიანის ამბავმა შეძრა მთელი ქვეყანა. ეს ფაქტები ჩვენ ვიცოდით, მაგრამ კიდევ ხელახალი წამოწევა ამ მასალის ცხადყოფს, თუ რა სისხლიან რეჟიმთან გვქონდა საქმე. ეს ადამიანები იყვნენ პირდაპირ ტერორისტები, რომლებმაც ქართული ოჯახები გაამწარეს და ჩვენ ამისი მხილველები ვართ ახლა როგორ ხდება ამ ყველაფრის გამოაშკარავება.

      მე ვფიქრობ, რომ ეს კომისია ძალიან მალე დადებს შესაბამის დასკვნას და ყოფილ ხელისუფლებას, რომელსაც არც კი მინდა ხელისუფლება ვუწოდო მოუწევს ძალიან მკაცრად პასუხისგება ჩვენი ხალხის წინაშე და მომავალი თაობების წინაშე, რომ აღარასოდეს აღარ მოხდეს მსგავსი პრეცედენტი, რომ ქართველმა ხალხმა მიიღოს ასეთი რამ, რაც ჩვენ ცხრა წლის განმავლობაში გვჭირდა", - განაცხადა სოსიაშვილმა.

      დღის ამბები
      მეტი