25 მარტი 2025,   07:50
ვრცლად
"თუ იკვეთება დანაშაულის ნიშნები, არალეგიტიმურ ხელისუფლებას ამისათვის ჰქონდა 12 წელი" - გიორგი კაპანაძე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      საგამოძიებო კომისიის პირველი ხმაურიანი სხდომა და შეფასებები - "ნაციონალური მოძრაობის" დროს პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, ბიზნესზე ზეწოლისა და წამების ერთ-ერთი ეპიზოდი, ბესარიონ ხარძიანის საქმე განიხილა.

      პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ თუ გარკვეულ გარემოებებში დანაშაული იკვეთება, ეს ხელისუფლებას ბოლო 12 წლის განმავლობაში უნდა გამოეძიებინა.

      "ამ სხდომას ნაწილობრივ მოვუსმინე. ამ საქმესთან დაკავშირებით დეტალებს მართლა არ ვიცნობ. თუ რაიმე სახის დანაშაული იკვეთება, თუ იკვეთება ამა თუ იმ გარემოებაში დანაშაულის ნიშნები, არალეგიტიმურ ხელისუფლებას ამისათვის ჰქონდა 12 წელი. 12 წლის განმავლობაში არ გამოიძია ის, რაზეც ახლა საუბრობს?!" - აცხადებს გიორგი კაპანაძე.

      პარტია "გახარია - საქართველოსთვის" წევრი, ვიკა ფილფანი მიიჩნევს, რომ ეს არის "ფეიკ" გამოძიება, სინამდვილეში კი "ქართული ოცნება" იმ ძალებთან ერთად მოქმედებს, ვისთანაც მოჩვენებითად იბრძვის.

      "ძალიან ბევრი დანაშაულის მიმართ არის კითხვები და ძალიან ბევრი დანაშაულის მიმართ გვაქვს პრეტენზია, თუკი რატომ არ მოხდა გამოძიება აქამდე. არალეგიტიმურ კომისიაში მონაწილეობას არ მივიღებთ იქიდან გამომდინარე, რომ ის არის "ფეიკ" გამოძიება, თითქოს ისინი ებრძვიან რაღაც ძალებს, სინამდვილეში კი ამ ძალებთან ერთად მოქმედებენ," - აცხადებს ვიკა ფილფანი.

      დღის ამბები
      მეტი