25 აპრილი 2025,   09:53
ვრცლად
"ვფიქრობ, მათ მეტწილად აღიარეს, რომ NATO-ს წევრები ვერ გახდებიან" - ტრამპის ოფიციალური წარმომადგენელი უკრაინის NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე

უკრაინის NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ისაუბრა. სტივ უიტკოფმა ამერიკელ ჟურნალისტთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი ვერ გახდება.

"ვფიქრობ, მათ მეტწილად აღიარეს, რომ NATO-ს წევრები ვერ გახდებიან. საუბარი იყოს იმის შესახებ, თუ შეეძლებათ ისარგებლონ ე.წ. მე-5 მუხლის დაცვით, რომელიც NATO-ს წევრ ყველა ქვეყანაზე ვრცელდება. შეიძლება უკრაინამ ეს გარკვეულწილად NATO-ს წევრობის გარეშე, ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ევროკავშირისგან მიიღოს, ეს საკითხი განსახილველად ღიაა," - აცხადებს სტივ უიტკოფი.

დღის ამბები