ქობულეთში, მამაკაცი, რომელიც კორპუსში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდა, ტრაგიკულად დაიღუპა.
ის მეზობელს ეხმარებოდა, რა დროსაც სახურავზე ფეხი მოუცურდა და ჩამოვარდა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.