
This is a modal window.
7 თვეში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. ოპოზიციაში კი აზრთა სხვადასხვაობაა და ჩამოყალიბება უჭირთ - მიიღებენ თუ არა მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას. ღიად და პირდაპირ "ნაციონალური მოძრაობა" და "კოალიცია ცვლილებებისთვის" ამბობს, რომ 2025 წლის არჩევნებში ჩართვას არ აპირებს.
ბარიერგადალახულ სხვა პარტიებში კი აქცენტს ხელახალ საპარლამენტო არჩევნებზე აკეთებენ.
"ვიმედოვნებთ ოპოზიციური პარტიები შევთანხმდებით იმაზე, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებს ატარებს არალეგიტიმური ხელისუფლება, თუ პოლიტპატიმრები რჩებიან ციხეში და ამ არჩევნებთან ერთად არ ინიშნება დროებითი ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, მაშინ ამ არჩევნებში შესვლას არ ექნება აზრი და ეს იქნება ჩვენი საზოგადოებისათვის ზურგის შექცევა,"- აცხადებს პარტიის ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი კაპანაძე.