
მმართველი პარტია, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მორიგ შეკრებას გარე ძალების მითითებებით მოქმედებას უკავშირებს. "ქართული ოცნება" "მეგობარ აქტს" არამეგობრულს და მტრულს უწოდებს:
"მეგობარ აქტზე თუ ვისაუბრებთ, აქ გამოჩნდება მთელი რიგი უზუსტობები, უსამართლობა და ორმაგი სტანდარტი. არ შეიძლება, ხელისუფლებას, რომელიც დღეს მართავს საქართველოს, ანტიევროპული უწოდო და ანტიდასავლური მაშინ, როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში ელოლიავებოდი ხელისუფლებას, რომელიც ტანჯავდა ადამიანებს, სიცოცხლეს, ღირსებას და ჯანმრთელობას ართმევდა. აქ გაცხოველებულ ტაშფანდურს, რომელსაც ჩვენ თვალს ვადევნებთ ერთი სახელი შეიძლება ეწოდოს მხოლოდ - ეს არის უსამშობლოთა აღლუმი, რომელიც მე მგონია უშედეგოდ დამთავრდება. არასამთავრობო ორგანიზაციებმა არათუ კიდევ ერთხელ გამოავლინეს საკუთარი თავი, როგორც პოლიტიკურ ველზე მებრძოლებმა, არამედ უკვე ლიდერებად იქცნენ და ამ ლიდერობას, პრაქტიკულად ვერც ვერავინ წაართმევს პოლიტიკური პარტიებიდან - მდიდრებიც არიან, უშველებელი რესურსია მობილიზებული. კვლავ სიტყვა "დიფ სთეითი" გამოდის წინა პლანზე,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.