26 მარტი 2025,   22:46
ვრცლად
"სტადიონზე რაც მოხდა, ცუდი ფაქტი იყო, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მეგობარ სომხებთან რაიმე დაძაბულობა გვაქვს" - კახა კალაძე

"არც გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება და არც სტადიონზე შესვლა, სასიამოვნო ფაქტი არ იყო, თუმცა, ფეხბურთს მსგავსი მომენტები ახასიათებს", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც ის წერს: "მინდა ბოდიში მოვუხადო ჩვენ მეზობელ ხალხს ზოგ ჩვენ უჯიშო მოქალაქეების უმსგავსო საქციელისთვის", კახა კალაძის თქმით, ამით ჩანს, როგორი დამოკიდებულება აქვს სალომე ზურაბიშვილს მოქალაქეების მიმართ.

"თუ არ ვცდები, ეს ქალბატონი მაკკეინის ფონდის კონსულტანტია თუ რაღაც მსგავსი. ეს ადამიანი საერთოდ სპორტსა და ფეხბურთში რომ ვერ ერკვევა, გასაგებია. ისიც ნათლად ჩანს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ. ცხადია, რაც მოხდა, არ იყო სასიამოვნო, მაგრამ ეს ფეხბურთია და ფეხბურთში მსგავსი ფაქტები ხდება - გულშემატკივრები ერთმანეთს უპირისპირდებიან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მეგობარ სომხებთან რაიმე დაძაბულობა გვაქვს. ცუდი იყო ფაქტი, მაგრამ, ეს რა თქმა უნდა, არ და ვერ აისახება ჩვენს მეგობარ დებთან და ძმებთან ურთიერთობაზე.

არც ის ფაქტი იყო ლამაზი, გულშემატკივარი მოედანზე რომ შევიდა, თუმცა, ფეხბურთს ახასიათებს მსგავსი მომენტები", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები
მეტი