08 ოქტომბერი 2024,   18:47
ვრცლად
რუსეთმა ეგვიპტის მიმართულებით ფრენები დროებით შეაჩერა

რუსეთმა ეგვიპტის მიმართულებით ფრენები დროებით შეაჩერა. გადაწყვეტილებას ამის შესახებ ხელი ვლადიმერ პუტინმა მოაწერა. შარმ ალ შეიხში მომხდარი ავია კატასტროფის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლება ტურ ოპერატორებსაც ურჩევს, თავი შეიკავონ მოქალაქეების ეგვიპტეში გაგზავნისგან.

პარალელურად, ბრიტანული მედია ხელისუფლებიდან ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ავია კატასტროფის უკან ტერორისტული დაჯგუფება სინაის ვილაიეთი დგას, რომელიც ისლამური სახლემწიფოს ერთ-ერთი განშტოებაა.

თვითმფრინავში მომხდარი აფეთქება შავი ყუთის გაშიფვრის დროსაც დადასტურდა, თუმცა გამოძიება ეარბას 321-ში ბომბის არსებობას ჯერ არ ადასტურებს.

დღის ამბები