17 ივნისი 2025,   05:53
ვრცლად
რომის პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა - ინფორმაცია ვატიკანმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა

რომის პაპი გარდაიცვალა - ინფორმაციას ცოტა ხნის წინ სააგენტო "ფრანსპრესმა" გაავრცელა.

88 წლის პაპი ფრანცისკეს გარდაცვალება დაადასტურა ვატიკანმაც.

პაპის სააღდგომო მიმართვა გუშინ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პონტიფიკოსის მაგივრად წმინდა პეტრეს მოედანზე არქიეპისკოპოსმა დიეგო რაველიმ წაიკითხა.

პაპი კათოლიკური ეკლესიის მეთაური 12 წლის განმავლობაში იყო. რამდენიმე თვის წინ ის ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მას შემდეგ მისი მდგომაროება გაუმჯობესდა, თუმცა პაპის გარდაცვალების შესახებ ცნობა რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

დღის ამბები