15 აგვისტო 2026,   19:38
ვრცლად
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

საქართველოს ნაკრები მონტენეგროში დასრულებული ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. საქართველოს ვაჟთა და ქალთა შერეულმა გუნდმა შეჯიბრების ფინალში იტალიის ნაკრები 4:3 დაამარცხა.

ფინალში შეხვედრები მოიგეს მარიამ ჭანტურიამ, გურამ თუშიშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა, ხოლო ლუკა მაისურაძე, სოფიო სომხიშვილი და მიხეილ ბახბახიშვილი დამარცხდნენ.

ანგარიშზე 3:3, შემთხვევითობის პრინციპით, ოქროს ქულამდე დამატებითი შეხვედრა დაინიშნა, რომელშიც სოფიო სომხიშვილმა ასიო ტავანო დაამარცხა და ჩვენმა გუნდმა ოქროს მედალი მოიპოვა.

 

დღის ამბები