08 ოქტომბერი 2024,   18:46
ვრცლად
ნიუ იორკში "ვიქტორია სიკრიტის" რიგით მეოცე ჩვენება გაიმართა

ვიქტორია სიკრიტის რიგით მეოცე ჩვენება ნიუ იორკში. ქალის თეთრეულის ცნობილმა ბრენდმა ახალი კოლექცია ორ ახალ მოდელთან ერთად წარადგინა.

ვიქტორია სიკრიტის ანგელოზებს სუპერმოდელები კენდალ ჯენერი და ჯიჯი ჰადიდი შეემატნენ. მათთვის ეს შოუ სადებიუტო იყო. ტრადიციულად მოდელები პოდიუმზე ცოცხალი მუსიკის ფონზე გამოდიოდნენ.

საკუთარი ჰიტები სელენა გომესმა და ელი გოლდინგმა შეასრულეს. ვიქტორია სიკრიტის ახალი კოლექცია ვარდისფერ პოდიუმზე სულ 47–მა ლამაზმანმა წარადგინა.

დღის ამბები