08 ოქტომბერი 2024,   18:48
ვრცლად
პარიზის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად ამ დრომდე არავის აუღია

პარიზში წუხელ განხორციელებულ ტერაქტზებზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე ოფიციალურად არც ერთ ტერორისტულ  დაჯგუფებას არ აუღია. 

მიუხედავად იმისა, რომ გავრცელდა თვითმხილველთა განცხადებები, რომლის თანახმად, ტერორისტები ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერი შეძახილებით მოქმედებდნენ, მომხდარზე  პასუხისმგებლობა ოფიციალურად არავის აუღია. 

შესაბამისად,  მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები წერენ, რომ ისევ არ არის ნათელი, ვინ იღებს პასუხისმგებლობას.

რუსული მედიასაშუალებები კი უკვე საუბრიბენ იმაზე, რომ პასუხისმგებლობა ისლამისტებმა აიღეს, რაც ოფიციალურად ჯერჯერობით არ დადასტურებულა. 

დღის ამბები