08 ოქტომბერი 2024,   18:46
ვრცლად
საფრანგეთის სოლიდარობის აქცია თბილისში 18 საათზე გაიმართება

პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტებს დღეს თბილისში აქციით გააპროტესტებენ.

საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან

დღეს 18 საათზე ფრანგ ხალხს სოლიდარობას საქართველოს პარლამენტთან გამოუცხადებენ და პარიზში ტერაქტების დროს დაღუპულებს პატივს მიაგებენ.

თავდაპირველად სოლიდარობის აქციის გამართვა საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან იგეგმებოდა, თუმცა საფრანგეთის ელჩის რეკომენდაციით, შეიცვალა შეკრების ადგილი. 

პარიზში ექვს სხვადსხვა ადგილას ერთდროულად მომხდარ აფეთქებებს 150-მდე ადამიანი ემსხვერპლა. 200-მდე ადამიანი დაშავებულია.  

საფრანგეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მან მომხდარში ისლამური სახელმწიფო დაადანაშაულა. 

დღის ამბები