08 ოქტომბერი 2024,   18:48
ვრცლად
11 სექტემბრის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ტერორისტული შეტევა - ქართველი ექსპერტები

საქართველოში საფრანგეთში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით გლობალურ პრობლემაზე საუბრობენ და რუსეთის გააქტიურებას არ გამორიცხავენ. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი სერგი კაპანაძე და ქვეყნის შიგნით არსებულ პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას.

„ახალი წითელი ხაზი იქნა გადალახული ტერორიზმის მიერ, 11 სექტემბრის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევა არის. ჩვენთვის არის გამოწვევა რამდენადაც არსებობს მცირედი მაგრამ იმის საფრთხე რომ რუსეთი დაიწყებს კოალიციების შექმნას სახელმწიფოებთან მათ შორის ჩვენი ინტერესების უგულვებელყოფის მიზნით. ასევე ქვეყნის შიგნით არის ჩვენთან პრობლემები, მათ შორის პანკისის ხობიდან წასული ფუნდამენტალისტები, რომლებიც სირიაში მიემგზავრებიან, ეს ყველაფერი ცალკე გვიქმნის უსაფრთხოების გამოწვევას და შესაძლებელია ქვეყნის შიგნითვე აგვიფეთქდეს ჩვენ ექსტრემიზმი", - აცხადებს სერგი კაპანაძე.

ქართველი ექსპერტები ასევე საუბრობენ დემოკრატიულ სამყაროში შიშის დანერგვაზეც, რომელსაც მათი შეფასებით ასევე ემსახურება საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტები.

 

ავტორი: ირინა კეჭაყმაძე

დღის ამბები