BBC-ი აქვეყნებს პარიზის რუკას, რომელზეც მონიშნულია ის ადგილები, სადაც ტერორისტული აქტები წუხელ ღამით განხორციელდა.
იარაღით თავდასხმები მოხდა პარიზის მე-10-ე რაიონში ბარ Le Carillon-სა და რესტორან Le Petit Cambodge-ში. აქ ორივეგან ერთად 12 ადამიანი გარდაიცვალა.
იარაღით თავდასხმა მოხდა მე-11-ე რაიონშიც, რესტორან La Belle Equipe-სა და La Casa Nostra. La Belle Equipe-ში თავდასხმისას გარდაიცვალა 19 ადამიანი, La Casa Nostra-ში კი - 5 ადამიანი.
ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა აფეთქებას ბატალკანის საკონცერტო დარბაზში. ასევე მე-11-ე რაიონში. დარბაზში რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა. არსებული ოფიციალური ინფორმაციით, აქ დაახლოებით 80 ადამიანი გარდაიცვალა.
აფეთქების ხმა გაისმა სტად დე ფრანსზე, პარიზის ჩრდილოეთ ნაწილში. აქ 3 თავდამსხმელი გარდაიცვალა. სტადიონზე ამ დროს საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებების ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა. თამაშს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც ესწრებოდა.
გარდა სტად დე ფრანსისა, ყველა ადგილი ქალაქის ცენტრშია, მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან ახლოს.