08 ოქტომბერი 2024,   18:46
ვრცლად
43 დაღუპული და 239 დაშავებული ბეირუთში - ISIS-ის კიდევ ერთი ტერაქტი ლიბანში

13 ნოემბერს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, პარიზში მომხდარ ტერაქტებამდე, ორი ტერაქტი განხორციელდა, რომელსაც 43 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

BBC-ის ცნობით, დაშავებულია 239 ადამიანი. გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის არიან ბავშვებიც.

ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდასხმები შიიტებით დასახლებულ რაიონში მოხდა და ტერაქტი ერთგვარი შურისძიება იყო, რაც სირიში ჰეზბოლას გაძლიერებამ გამოიწვია, რომლის მებრძოლები სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ასადს, უჭერენ მხარს.

 

დღის ამბები