08 ოქტომბერი 2024,   18:49
ვრცლად
სისხლიანი ღამე პარიზის უახლეს ისტორიაში, რომელიც ყველაზე მასშტაბურ ტერორისტულ აქტად შეფასდა

პარიზის რესპუბლიკის მოედანი ყვავილებითა და სანთლებით გაივსო. ასე იმ ადამიანებს მიაგებენ პატივს, ვინც 13 ნოემბრის ტერაქტების შედეგად დაიღუპა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, რომლის თანახმადაც მასობრივი შეკრებები აიკრძალა, ხალხი მაინც მიდის ყველა იმ ადგილას, რომლებიც ტერორისტების სამიზნეები გახდა.

სროლამ პარასკევს, 13 ნოემბრის ღამეს პარიზი გამოაღვიძა. 129 გარდაცვლილი უდანაშაულო ადამიანი და 352 დაჭრილი. ტერორიზმის სასტიკი შედეგი, როგორც საფრნაგეთმა ასევე დანარჩენმა მსოფლიომ შაბათს გამთენიისას იხილა. საერთაშორისო მედიის შეფასებით, პარიზს ასეთი სისხლისღვრა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ISIS-მ საკუთარ თავზე აიღო.

შარლი ებდოს ტერორისტული აქტიდან 10 თვის შემდეგ გაჩნდა კითხვა: არის თუ არა საფრანგეთი ტერორისტების სამიზნე? 13 ნოემბერის თავდასხმა ევროპაში ყველაზე მასშტაბურ ტერორისტულ აქტად შეფასდა. უფრო ძლიერი ვიდრე მადრიდის მატარებლის დაბომბვა 2004 წელს, რასაც 119 სიცოცხლე შეეწირა. 

ავტორი: ეკა ქადაგიშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები