08 ოქტომბერი 2024,   18:47
ვრცლად
26 წლის სალეჰ აბდეს-ლამს ამ დრომდე ეძებენ - პოლიცია მოსახლეობას აფრთხილებს

პარიზის ტერაქტთან დაკავშირებით საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა საფრანგეთის ერთ მოქალაქეზე, 26 წლის სალეჰ აბდეს-ლამზე, რომელიც ქვეყანაში ბელგიის ტერიტორიიდან შევიდა და ტერაქტებში თავის ორ ძმასთან ერთად მონაწილეობდა.

პოლიცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ თუ ეჭვმიტანილს ნახავენ, მას არ მიუახლოვდნენ რადგან, ის საშიშროებას წარმოადგენს. სწორედ მის სახელზე იყო დაქირავებული ის ავტომობილი, რომლითაც ბარებზე თავდამსხმელი ტერორისტები გადაადგილდებოდნენ.

თავად ავტომობილი კი საფრანგეთის ქალაქ მონტრეიში აღმოაჩინეს, სადაც ცეცხლსასროლი იარაღი ა-კა-47-ც იპოვეს. კიდევ ერთი დეტალი - როგორც ირკვევა, სალეჰ აბდეს-ლამი და მისი თანამგზავრი, საფრანგეთ-ბელგიის საზღვარზე პოლიციამ გააჩერა, თუმცა საბუთების შემოწმების შემდეგ გაუშვა.

საერთო ჯამში კი ამჟამად დაკავებულია 7 ეჭვმიტანილი, რომლებიც შესაძლოა არაპირდაპირ კავშირში იყვნენ თავდასხმების სერიასთან. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორისაა სალეჰ აბდესლამის ერთ-ერთი ძმა. მესამე მათგანი კი ტერაქტების დროს დაიღუპა.

 

დღის ამბები