08 ოქტომბერი 2024,   18:46
ვრცლად
ბრიუსელის გარეუბანში სროლის ხმა ისმოდა - სამართალდამცველები რეიდს ატარებენ

ამ წუთებში ბრიუსელის გარეუბანში მოლენ–ბეკში სამართალდამცველები რეიდს ატარებენ.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ამ დასახლებაში სროლის ხმა ისმოდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული. ისინი ერთ–ერთ შენობას ამოწმებენ. პარიზის ტერაქტების ორგანიზატორთა ნაწილი სწორედ ამ დასახლებაში ცხოვრობდა.

დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, თუმცა ბელგიის პროკურატურა ჯერჯერობით არ ადასტურებს მთავარი ეჭვმიტანილის სალაჰ აბდე–სლამის დაპატიმრების ფაქტს.

დღის ამბები