08 ოქტომბერი 2024,   18:48
ვრცლად
სპეცოპერაცია ბელგიაში - მოლენბეკის დასახლება მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია

ბელგიის პოლიცია პარიზის ტერაქტების მთავარ ორგანიზატორს სალაჰ აბდელ–სლამს ეძებს. ბრიუსელის გარეუბანში, მოლენბეკში დილიდან მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმები.

სამართალდამცველებმა ალყაში მოაქციეს შენობები და ერთი ადამიანი დააკავეს. ბელგიის პროკურატურა ჯერჯერობით არ ადასტურებს, რომ დაკავებული აბდელ-სლამია. მისი ძმა, რომელიც ტერაქტის მეორე დღეს დააკავეს, ბელგიის პროკურატურამ უდანაშაულოდ ცნო და გაათავისუფლა.

კურიერის გადამღებ ჯგუფთან მოლენბეკში მცხოვრები მოქალაქეები ამბობენ, რომ პოლიციელებმა ერთი პირი დააკავეს, თუმცა მას შემდეგ სპეცოპერაცია კვლავ გრძელდება. ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ აფეთქების ხმა გაიგონა, თუმცა რა აფეთქდა არ იცის. 

2 დღის განმავლობაში ბელგიაში სპეცოპერაციების დროს 7 ადამიანი დააკავეს. რა ეტაპზეა ამ წუთებში მიმდინარე სპეცოპერაცია ჯერჯერობით უცნობია.

ავტორი: თამარ ნუცუბიძე. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები